ფოლკსვაგენის ფონდის სტიპენდიები
თარიღი: 09-10-2016
ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოცხადებული სადოქტორო სტიპენდიების ფარგლებში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციას, წარმატებით გაიარა გასაუბრება და მოიპოვა დაფინანსება სამმა დოქტორანტმა: ხატია თანდილაშვილმა (თსუ), ანი ნასრაშვილმა (საქართველოს უნივერსიტეტი) და გიორგი მირიანაშვილმა (საქართველოს უნივერსიტეტი). საქართველოს უნივერსიტეტი ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის სახით ამ პროექტის აქტიური პარტნიორია. პროფესორები, გიორგი თუმანიშვილი და ბაჩანა ჯიშკარიანი გერმანელ კოლეგებთან ერთად კოორდინაციას უწევენ აღნიშნულ საგრანტო პროექტს. წარმატებებს ვუსურვებთ დოქტრანტებს! გარდა დოქტორანტებისა, მომავალ წელს ჩატარდება ერთკვირიანი ზაფხულის სკოლა ბათუმში ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე წარჩინებული სტუდენტების მონაწილებით სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სადაც მათ ლექციებს წამყვანი ქართველი და გერმანელი პროფესორები წაუკითხავენ (შერჩევის კრიტერიუმები მოგვიანებით გამოცხადდება).