სტიპენდია დოქტორანტებისთვის
თარიღი: 16-01-2017
ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში UG-ს სამართლის სკოლა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აცხადებენ კონკურსს სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის საწყის საფეხურზე მყოფი დოქტორანტებისთვის, რომელთა სადოქტორო კვლევა ეხება ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციის პრობლემებს (ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონტექსტში). . სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 450 ევროს თვეში. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: - CV ფოტოსურათით; - სადოქტორო კვლევის აღწერა სამუშაო გეგმის მითითებით; - რეკომენდაცია დარგის 2 პროფესორისგან; - ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომები შეფასებების დანართით; - ცნობა საქართველოს უნივერსიტეტიდან დოქტორანტურაში სწავლის შესახებ (არ ეხება იმ კანდიდატებს, ვინც გეგმავს სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვას შემოდგომის სემესტრში); - ინგლისური ან გერმანული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი, B2 დონე; - სამოტივაციო წერილი; - პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი. განაცხადება მიიღება 2017 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილამდე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ (ან გერმანულ) ენებზე. დოქტორანტების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საუკეთესო განაცხადების გამოვლენა. შემდეგ ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებთან შედგება გასაუბრება ქართულ-გერმანულ კომისიასთან. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]