ზაფხულის სკოლა ბათუმში - "ევროპული სისხლის სამართალი "

თარიღი: 18-09-2017
 
ზაფხულის სკოლა ბათუმში - "ევროპული სისხლის სამართალი "
 

2017 წლის 11- 17 სექტემბერს, ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსების ფარგლებში, ბათუმში, საკონსტიტუცი სასამართლოში ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე „ევროპული სისხლის სამართალი", აღნიშნული პროექტის აქტიური პარტნიორი იყო ჩვენი ინსტიტუტი. სალექციო კურსებს უძღვებოდნენ როგორც ქართველი, ასევე გერმანელი სპეციალისტები ბერლინიდან, თიუბინგენის და იენის უნივერსიტეტებიდან. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდა იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული 15 სტუდენტი სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. მონაწილეებმა განიხილეს როგორც ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლები, ასევე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს აქტუალური პრეცედენტები. პროექტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.