გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია თემაზე „კიბერდანაშაულები“

თარიღი: 27-10-2017
 
გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია თემაზე „კიბერდანაშაულები“
 

სამშაბათს, 24 ოქტომბერს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „კიბერდანაშაულები“. მომხსენებელი გახლდათ კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, სამართლის დოქტორი მარტინ ვასმერი.ლექციას ესწრებოდნენ როგორც სამართლის სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე აღნიშნული დარგის სპეციალისტები და პროფესორები. აღსანიშნავია, რომ პროფესორი ვასმერი გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ჩვენი ინსტიტუტის აქტიური პარტნიორი 2016 წლიდან.