კონფერენცია გერმანიაში
თარიღი: 19-03-2018
კონფერენცია გერმანიაში
მიმდინარე წლის 11-16 მარტს, გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში ჩატარდა კონფერენცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მნიშვნელობაზე ნაციონალურ სისხლის სამართლის პროცესში. ასევე, გაიმართა შეხვედრები სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებთან თუ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან. კონფერენცია ჩატარდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მასში სხვა პარტნიორებთან ერთად ჩართულია ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი.