ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი

თარიღი: 30-03-2018
 
ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი
 

ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,მიმდინარე წლის 23-24 მარტს, გაიმართა კონფერენცია მატერიალური და საპროცესო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.ღონისძიების პარტნიორი იყო კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტი.მასში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა ექსპერტებმა წამყვანი გერმანული უნივერსიტეტებიდან. ასევე მოხსენებით წარდგნენ ქართველი ექსპერტები.