ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი
თარიღი: 25-11-2018
ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი
2018 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი ახალგაზრდა მკვლევარების მონაწილეობით. ღონისძიება ჩატარდა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორ მარტინ ვასმერისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. მოხსენებით წარსდგნენ როგორც ქართველი, ასევე გერმანელი დოქტორანტები, დისკუსიებში ჩართული იყო პროფესურა და პუბლიკა. ღონისძიება მთლიანად მიმდინარეობდა გერმანულ ენაზე. სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა გერმანელი დოქტორანტის სადოქტორო ნაშრომის დაცვა, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. სადისერტაციო საბჭოს წევრები იყვნენ პროფესორი მარტინ ვასმერი და პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი.