ვორქშოფი - ადამიანის უფლებები ევროპულ სისხლის სამართალში
თარიღი: 11-12-2018
ვორქშოფი - ადამიანის უფლებები ევროპულ სისხლის სამართალში
2018 წლის 8-9 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ქართული გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ვორქშოფი თემაზე : "ადამიანის უფლებები ევროპულ სისხლის სამართალში“. შეხვედრებს უძღვებოდნენ ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი, ფოლკსვაგენის ფონდის სტიპენდიანტები, ხატია თანდილაშვილი და ნინო კუცია. ვორქშოფი ეხებოდა სისხლის სამართლის როგორც მატერიალურ,ისე პროცესუალურ საკითხებს, მათ შორის, დაზარალებულის უფლებებს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, საჯაროობის პრინციპსა და ევროპული სამართლის გავლენებს. პროექტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები.