ახალი საპატიო დოქტორი
თარიღი: 12-04-2019
ახალი საპატიო დოქტორი
2019 წლის 12 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორს სისხლის სამართლის მიმართულებით, მარტინ ვასმერს. პროფესორი ვასმერი დიდი ხანია თანამშრომლობს ქართულ უნივერსიტეტებთან, მათ შორის ინტენსიურად საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ჩვენს ინსტიტუტთან. მისი თანადგომით უკვე არაერთი გაცვლითი პროგრამა თუ ქართულ-გერმანული სამეცნიერო კონფერენცია განხორციელდა. ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი ულოცავს ბატონ ვასმერს!