ქართულ-გერმანული კონფერენცია

თარიღი: 12-04-2019
 
ქართულ-გერმანული კონფერენცია
 

2019 წლის 12-13 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი ქართულ-გერმანული კონფერენცია "სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები", რომელიც განხორციელდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, კიოლნის უნივერსიტეტისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. ღონისძიება უკვე მეორეჯერ ჩატარდა ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგის ეგიდით და მასში მონაწილეობა მიიღო როგორც ქართველმა, ასევე გერმანელმა ექსპერტებმა კიოლნიდან, ბონიდან, ბოხუმიდან, მიუნხენიდან და ა.შ. მოხსენებები და დისკუსიები მოიცავდა სისხლის სამართლისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს.