გერმანულ-ქართული საზაფხულო სკოლა სისხლის სამართალში
თარიღი: 31-07-2019
წელს უკვე მეორედ განხორციელდა საზაფხულო სკოლა სისხლის სამართალში კიოლნის უნივერსიტეტის, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული სკოლა 2019 წლის 21-28 ივლისს გაიმართა ქალაქ კიოლნში პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანისა და პროფ. მარტინ ვასმერის ხელმძღვანელობით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა. პროგრამა მოიცავდა ლექციებს სხვადასხვა თემატიკის შესახებ, როგორიცაა ეკონომიკური დანაშულების კრიმინოლოგიური ასპექტები და თვითმართვადი მანქანებიდან მომდინარე სისხლისსამართლებრივი გამოწვევები, ეკონომიკური დანაშაულის ევროპეიზაცია და ა.შ. საზაფხულო სკოლა კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა. მოეწყო ექსკურსიები ქალაქ კიოლნსა და ბონში. სტუდენტებმა დაათვალიერეს კიოლნის საკათედრო ტაძარი, ასევე ისტორიის მუზეუმი ქალაქ ბონში. სტუდენტებმა სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი კიოლნის უნივერსიტეტის სერტიფიკატები მიიღეს.