სემინარი „ადამიანის უფლებები ევროპულ სისხლის სამართალში“

თარიღი: 08-12-2019
 
სემინარი „ადამიანის უფლებები ევროპულ სისხლის სამართალში“
 

2019 წლის 7-8 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: "ადამიანის უფლებები ევროპულ სისხლის სამართალში“. შეხვედრებს უძღვებოდნენ ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი, ფოლკსვაგენის ფონდის სტიპენდიანტები, ხატია თანდილაშვილი და ნინო კუცია. სემინარი ეხებოდა ევროპულ სისხლის სამართალსა და ადამიანის უფლებებს, დაზარალებულის უფლებებს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, საჯაროობის პრინციპს, მედიის თავისუფლებას და ევროპული სამართლის გავლენებს. პროექტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები.