ზამთრის სკოლა ბორჯომში

თარიღი: 17-02-2020
 
ზამთრის სკოლა ბორჯომში
 

2020 წლის 14-16 თებერვალს ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში ჩატარდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი - ზამთრის სკოლა თემაზე „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“. პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: საერთაშორისო და ევროპული გავლენები ქართულ სისხლის სამართალზე, სისხლის სამართალი და ხელოვნების თავისუფლება, საკუთრება და მისი დაცვის მექანიზმები გერმანულ სისხლის სამართალში, ფარული საგამოძიებო მოქმედებები გერმანულ სისხლის სამართლის პროცესში, ნარკოდანაშაულები და პიროვნული თავისუფლება. ლექციებს უძღვებოდნენ: სკოლის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich) და მოწვეული ლექტორები მარტინ ვასმერი (კიოლნი, გერმანია) და მარიო შიუტცე (იენა, გერმანია). ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები.