საშემოდგომო სკოლა ბათუმში
თარიღი: 10-09-2020
2020 წლის 4-6 სექტემბერს ქ. ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში ჩატარდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროქტი - საშემოდგომო სკოლა თემაზე "სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“. პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: სისხლის სამართალი, როგორც სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის უკიდურესი საშუალება, საერთაშორისო და ევროპული გავლენები ქართულ სისხლის სამართალზე, COVID-19, როგორც გამოწვევა გერმანულ სისხლის სამართალში, პირადი ავტონომიის მნიშვნელობა თვითმკვლელობაში დახმარების ლეგალურობის მაგალითზე გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თვითგამორკვევა და პირადი თავისუფლება ქართულ სამართალში, თავისუფლებისა და სისხლის სამართლის ურთიერთმიმართება. ლექციებს უძღვებოდნენ: სკოლის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich) და მოწვეული ლექტორები მარიო შიუტცე (იენა, თბილისი) და გურამ იმნაძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი). ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები.