საგაზაფხულო სკოლა ლოპოტაზე

თარიღი: 29-03-2021
 
საგაზაფხულო სკოლა ლოპოტაზე
 

2021 წლის 26-28 მარტს ლოპოტაზე, კახეთში ჩატარდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროქტი - საშემოდგომო სკოლა თემაზე "სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“. პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის ფარგლები; თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკა - ლიბერალიზაცია თუ გამკაცრების პოლიტიკა?; საკუთრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი ფარგლები; სისხლის სამართალი და სასჯელის მიზნები - ინდივიდის პასუხისმგებლობა და გარემო მდგენელები დანაშაულის ჩადენისას; პირადი ავტონომიის მნიშვნელობა თვითმკვლელობაში დახმარების ლეგალურობის მაგალითზე გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით; ადამიანის სიცოცხლე, როგორც სამართლებრივი სიკეთე; პანდემია და თავისუფლების უფლება - საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი; ქალთა უფლებების (სისხლის)სამართლებრივი დაცვა; covid-19, როგორც გამოწვევა ქართულ სამართალსა და პრაქტიკაში. ლექციებს უძღვებოდნენ: სკოლის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich) და მოწვეული ლექტორები მარიო შიუტცე (იენა, თბილისი), გურამ იმნაძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) და ნინო ცაციაშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე). ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები.