გაზაფხულის სკოლა კახეთში
თარიღი: 29-05-2022
2022 წლის 27-29 მაისს კახეთში ჩატარდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროქტი - გაზაფხულის სკოლა თემაზე "სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“. პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის ფარგლები; covid-19, როგორც გამოწვევა ქართულ სამართალსა და პრაქტიკაში; თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკა - ლიბერალიზაცია თუ გამკაცრების პოლიტიკა?; საპროცესო კოდექსის რეფორმის შეფასება ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების ჭრილში (ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიმოხილვა); ადამიანის სიცოცხლე, როგორც სამართლებრივი სიკეთე; ახალი სისხლისსამართლებრივი შემადგენლობები ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთეების დასაცავად; სისხლის სამართალი და სასჯელის მიზნები - ინდივიდის პასუხისმგებლობა და გარემო მდგენელები დანაშაულის ჩადენისას; პანდემია და თავისუფლების უფლება - საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი; ქალთა უფლებების (სისხლის) სამართლებრივი დაცვა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, მიღწეული შედეგები და გამოწვევები. ლექციებს უძღვებოდნენ: სკოლის ხელმძღვანელი პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich) და მოწვეული ლექტორები: გურამ იმნაძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) და ნინო ცაციაშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე). ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები.