წიგნის პრეზენტაცია
თარიღი: 07-06-2023
2023 წლის 7 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა წიგნის - „გერმანულ-ქართული სამართლის დიალოგი - სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“ პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სისხლის სამართლისა და სიტყვის და შეკრების თავისუფლების ურთიერთმიმართება გერმანიაში პოლიტიკური დემონსტრაციების დროს, გამოხატვის თავისუფლება საქართველოში - ძლიერი კონსტიტუციური დაცვის ნაცრისფერი ხვრელები, სოციალური ქსელები და გამოხატვის თავისუფლება გერმანიაში, სოციალურ მედიაში განხორციელებული ცილისწამება და უფლების დაცვის საშუალებები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, ბლოკჩეინი და სისხლის სამართალი - გამოწვევები და შანსები, კიბერ-გრუმინგი გერმანიასა და ევროკავშირში, კიბერ-ადევნების დასჯადობა გერმანიაში და ადევნება ქართულ სისხლის სამართალში. ნაშრომი შესრულებულია თანაავტორების მიერ. სამეცნიერო რედაქტორები: პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი და პროფ. მარტინ პაულ ვასმერი