გერმანულ-ქართული ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში
თარიღი: 02-08-2023
გერმანულ-ქართული ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში კიოლნის უნივერსიტეტის, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეოთხედ განხორციელდა. აღნიშნული სკოლა 2023 წლის 17-23 ივლისს გაიმართა ქალაქ კიოლნში პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანისა და პროფ. მარტინ ვასმერის ხელმძღვანელობით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა. პროგრამა მოიცავდა ლექციებს სხვადასხვა თემატიკის შესახებ, როგორიცაა შესავალი საერთაშორისო სისხლის სამართალში, შესავალი გერმანულ სისხლის სამართალში, შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში, ეკოციდი, როგორც საერთაშორისო დანაშაული, ისტორიის მართვა სამართლის მეშვეობით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. შემოდგომის სკოლა მოიცავდა კულტურულ პროგრამასაც. მოეწყო ექსკურსიები ქალაქ კიოლნსა და აახენში. სტუდენტებმა დაათვალიერეს კიოლნის საკათედრო ტაძარი და კიოლნის ისტორიული ცენტრი. სტუდენტებმა სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს.