ახალგაზრდა მკვლევართა ქართულ-გერმანული კონფერენცია
თარიღი: 29-10-2023
2023 წლის 29-04 ოქტომბერი, ნოემბრის პერიოდში ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მოწვევით, საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის სრული შემადგენლობა პროფესორ მარტინ ვასმერის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდა მკვლევართა ქართულ-გერმანული კონფერენცია. გარდა ამისა, ორგანიზებულ იქნა სამუშაო შეხვედრები საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციაში. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებაც. ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს სწორედ ახალგაზრდა მკვლევართა საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ეს იყო მსგავსი შინაარსის უკვე მეორე ვიზიტი კიოლნის უნივერსიტეტიდან. ქართული მხრიდან კი კონფერენციაში ჩართულები იყვნენ დოქტორანტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ახალგაზრდა მკვლევართა აღნიშნული ქართულ-გერმანული პროექტის დამფუძნებლები არიან პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი და პროფ. მარტინ ვასმერი. პროექტი განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და კიოლნის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.