გაზაფხულის სკოლა კახეთში
თარიღი: 03-03-2024
2024 წლის 1-3 მარტს თელავში, სასტუმრო ზუზუმბოში ჩატარდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი გაზაფხულის სკოლა „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“ პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის ფარგლები; ევროპული სამართლის გავლენები ქართულ სისხლის სამართალზე, სისხლის სამართალი vs ძირითადი უფლებები, გამოწვევები ქართულ სისხლის სამართლის პროცესში; ადევნება, როგორც დანაშაული, სქესობრივი დანაშაულები-გამოწვევები პრაქტიკაში და გერმანულ სისხლის სამართალში; ცხოველების დაცვა გერმანულ სისხლის სამართალში, სამართლებრივი დაცვა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, მიღწეული შედეგები და გამოწვევები. სკოლის მონაწილეებმა ასევე შეასრულეს ჯგუფური სამუშაო/კაზუსი. ლექციებს უძღვებოდნენ: სკოლის ხელმძღვანელი პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich) და მოწვეული ლექტორები: პროფ. მარიო შიუტცე, გერმანულ-ქართული სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი და ნინო ცაციაშვილი (გენერალური პროკურატურა). ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები (საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (ს.ე.უ.).