ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი - სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები
თარიღი: 12-10-2024
ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი - სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები
მიმდინარე წლის 11-12 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ჩვენი ინსტიტუტის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის თანამშრომლობით ჩატარდა კონფერენცია „ქართული-გერმანული სამართლის დიალოგი – სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები.“ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები საქართველოდან, გერმანიიდან და უნგრეთიდან. მოხსენებები და დისკუსიები მოიცავდა სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, კონკურენციის სამართლის სისხლისსამართლებრივ ასპექტებსა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.