ქართულ-გერმანული კრებულის პრეზენტაცია

თარიღი: 28-05-2025
 
ქართულ-გერმანული კრებულის პრეზენტაცია
 

2025 წლის 28 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა წიგნის - „გერმანულ-ქართული სამართლის დიალოგი - სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“ პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სამოხელეო დანაშაულები ქართულ სისხლის სამართალში და ევროკავშირის სამართლის პოტენციური გავლენები; კორუფციასთან ბრძოლა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასჯადობით; ქონების დაუფლება კორუფციული გარიგებით; სისხლის სამართალი და პოლიტიკური პროტესტი; წინასწარი პატიმრობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია; პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება ბრალის წარდგენისას და სხვ. წიგნის ავტორები: პროფ.მარტინ ვასმერი (კიოლნის უნივერსიტეტი); ევა კილი (პროკურორი, ჰამბურგი); ჰანეს კლოპმაიერი (მოსამართლე, ესენ-შტეელე); პროფ. ფრანკ ციმერმანი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი); პროფ. ტილ ციმერმანი (დიუსელდორფის უნივერსიტეტი); ლასლო ბაკი (უნგრეთის კონკურენციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი); პროფ. ირაკლი დვალიძე (თსუ) ბესიკ ქვარცხავა (რაიონული პროკურორი, საქართველოს პროკურატურა); პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი (საქართველოს უნივერსიტეტი).